. . .

 

ყველა ბიზნესისათვის საჭიროა მდგრადობის უზრუნველყოფა. სწრაფად ცვალებად სამყაროსა და ეკონომიკაში კი ეს რთული ამოცანაა, ბიზნესის კეთებისას ძირითად დროს სწორედ მდგრადობის უზრუნველყოფა გვართმევს, ეს დრო კი შესაძლოა სტრატეგიული განვითარებისათვის გამოვიყენოთ

საქმიანობის სფერო

საკონსულტაციო მომსახურება

შევისწავლით თქვენს ბიზნესს, გავაკეთებთ კონკურენტების ანალიზს.
განვიხილავთ განვითარების შესაძლებლობებს, მოვახდენთ არსებული პრობლემების იდენტიფიკაციას და აღმოსაფხვრელი გზების შეთავაზებას.

საიმპორტო და საექსპორტო ბაზრების ანალიზი

დაგეხმარებით პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებაში. შედეგად მოახერხებთ პროდუქციის შესყიდვასა ან/და ექსპორტზე გატანას. ეს იქნება თვითღირებულების შემცირებისა და შემოსავლის ზრდის საშუალება.

საინვესტიციო მიწებთან დაკავშირებული მომსახურება

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმება,
პროექტის მომზადება, შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება. საინვესტიციო პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში გაყიდვაში ჩართულობა.

ფინანსური ანალიზი და კონსულტაცია

ვეხმარებით კლიენტებს ფინანსურ სერვისებს შორის საუკეთესოს არჩევაში, ბიუჯეტის შედგენაში, მსხვილი შესყიდვებისას ბიუჯეტის დაზოგვაში.  ამ ყველაფერს კი ინვესტირებასა და აქტივების მართვის მიმართულებით შესაძლო სცენარების პროექტირებით ვახერხებთ.