October 13, 2022 / by ლუკა მიმინოშვილი

კომპანიათა მიკროგარემო

ამ ბლოგში გესაუბრებით კომპანიათა მიკროგარემოზე, პროცესში ჩართულ მხარეებზე და თითოეულის მნიშვნელობაზე.

ადამიანები განვსხვავდებით აზროვნებით, ცხოვრების სტილით, ხასიათით, საქმიანობის მიმართულებით, შემოსავლის მოცულობით, ამ ჩამონათვალს შეგვიძლია ბევრი დავამატოთ თუმცა ამ განსხვავებათა მიუხედავად ერთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, გარემოში რომელიც ერთნაირი წარმატებით ვითარდება რეალურ და ვირტუალურ სამყაროში.
იდენტური განმასხვავებლები შეიძლება ჩამოვთვალოთ კომპანიებზეც, თუმცა მსგავსება აქაც ერთია, კომპანიებიც ფიზიკურ პირთა მსგავსად ერთ ბიზნეს გარემოში ფუნქციონირებენ, არსებული ზღვრები კი ნელ-ნელა ქრება, დღეს ფაქტიურად არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა არათუ სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებად, არამედ განსხვავებულ კონტინენტზე მოქმედ ბიზნესებს შორის.
ერთ სივრცეში ფუნქციონირებისა და ცხოვრების გამო ვთანხმდებით წესებსა და დათქმებზე, რომლებიც გარკვეულ პროცესებში რაიმე კონკრეტული ქმედებისკენ მოგვიწოდებენ, აღნიშნული წესები არსებობს როგორც ინდივიდთა და კომპანიათა ასევე ქვეყანათა დონეზეც.


ქვეყანათა მიზნები დიდ ნაწილში ერთმანეთს ედრება: მათ სურთ დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ნაწილში, ეკონომიკური კეთილდღეობა, პირველად საჭიროებათა გაზიარება ყველა მოქალაქისათვის ან/და მაღალი მშპ ერთ მოსახლეზე, უმუშევრობის დაბალი დონე ან/და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.

თითქოს ან/და-თი გამოყოფილი სიტყვათა თანწყობა იდენტურს ნიშნავს, სხვაობა აზროვნების სტილსა და მიდგომაშია, ზუსტად ასეა ბიზნესსა და ადამიანთა ცხოვრებაშიც, თუმცა რაღაცეები ყველასთვის იდენტურია.
ბიზნეს ფსიქოლოგიაზე და მის გავლენაზე ბიზნეს პროცესში ცალკე ვისაუბრებთ, დღეს კი ამ ბლოგში ვისაუბრებთ კომპანიაში არსებულ მიკროგარემოზე, მდგომარეობაზე რომლის ცვლილებამაც გავლენა არ უნდა მოახდინოს პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე, ამას კი წინასწარი ანალიზი სჭირდება.

სფეროს სპეცილისტები ბიზნეს მიკროგარემოს ძირითადად ექვსი მიმართულებით განიხილავენ, ეს ის მიმართულებებია რომლებიც გავლენას ახდენს კომპანიათა შედეგიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე:

  1. გუნდი
    კომპანიაში არსებული სიტუაცია და თითოეული რგოლის ქმედება დიდ როლს თამაშობს ჯამურ შედეგზე. ამისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის შიდა გავრცელების და მოქმედების გეგმის განსაზღვრა, სწორედ ეს დაეხმარება ტოპ მენეჯმენტს რომ მიიღონ გადაწყვეტილებები უფრო ფართო სტრატეგიებით. ამასთან მნიშვნელოვანია თითოეული მიმართულება ზრუნავდეს მომხმარებლის საჭიროებაზე, კმაყოფილებასა და მათთვის ღირებულების შექმნაზე.
  2. მომწოდებლები
    მომწოდებლები მნიშვნელოვანი რგოლია მომხმარებელთათვის საბოლოო პროდუქტის შექმნის პროცესში. ისინი არიან იმ სახარჯი თუ ძირითად საშუალებათა მომწოდებლები რომლის დახმარებითაც იქმნება საბოლოო პროდუქტი. მოწოდებული პროდუქციის ხარისხი და მათი ბიზნესის სტაბილურობა მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვისაც, ეს პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის ერთ-ერთი გარანტია, მომწოდებელთა დივერსიფიკაცია კი რისკის გადაზღვევის საშუალებაა, რომ არ იყოთ დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე და პარალელურად ახდენდეთ ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასის კონტროლს.
  3. კონკურენტები
    კონკურენტები ამოტივირებენ ცვლილებებს თქვენს ორგანიზაციაშიც, აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ უნდა უზრუნველყოთ მომხმარებლისათვის კონკურენტებთან შედარებით მეტი ღირებულებისა და უკეთესი სერვისის შექმნა.
    არა მხოლოდ საკუთარი ხაზის შექმნა და შენარჩუნება, არამედ კონკურენტთა ქმედებების, მათი შედეგების გაცნობა და გადააზრება დაგეხმარებათ სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებაში.
  4. თქვენი სახელით მოსაუბრეები
    აქ შეგვეძლო სხვანაირი დასახელება დაგვეწერა, თუმცა წარმოდგენილი სახელი ყველაზე ზუსტად ასახავს რასაც ვგულისხმობთ. თქვენი სახელით მხოლოდ თქვენი გუნდის წევრები არ საუბრობენ, კარგი პროდუქტის რეალიზება და ამისგან სარგებლის მიღება ბევრს სურს, გარდა იმისა რომ ამაში შეიძლება თქვენ იხდიდეთ ასევე შესაძლებელია თქვენ პროდუქტის რეალიზებას ახდენდნენ ისე რომ თქვენ ეს არ იცოდეთ, აქ მნიშვნელოვანია რომ იზრუნოთ თუ როგორ მოხდება თქვენი წარმოჩინება, ამას კი ბაზარზე თქვენი პოზიციონირება განსაზღვრავს.
  5. ფართო საზოგადოება
    ფართო საზოგადოებაში იგულისხმება იმ ადამიანთა ჯგუფი რომლებსაც აქვთ კომპანიის პროდუქტით სარგებლობის ფაქტობრივი ან/და პოტენციური ინტერესი. როგორც წესი ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენი კომპანიის მიზნების შესრულების ნაწილზე. მათი კმაყოფილება მათსავე ფართო საზოგადოებიდან მომხმარებლებში მიგრირებას მოახდენს რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, უკმაყოფილება კი პირიქით ხელშემშლელ ფაქტორად მოგევლინებათ.
  6. კლიენტები
    კომპანიის მიკროგარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები სწორედ კლიენტები არიან, როგორც წესი მთელი ბიზნეს პროცესი მიზნად ისახავს მიზნობრივ მომხმარებელთა მოძიებასა და მათთან ძლიერი ურთიერთობის დამყარებას.
    ყველა ზედა რგოლი და თითოეულში განმარტებული სამუშაოები შესასრულებელია სწორედ იმისათვის, რომ მოხდეს არსებული პროდუქტის სამიზნე ბაზრის ანალიზი, პროდუქტის მომხმარებელთა სურვილებთან დაახლოება, შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფა, ხარისხობრივად მაღალი შესრულების კონტროლი, ეს კი პროფესიონალი გუნდის მიერ სწორედ კმაყოფილი მომხმარებლისათვის იქმნება!


შემდეგ ბლოგში გესაუბრებით მაკრო გარემოზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე !