September 26, 2022 / by ლუკა მიმინოშვილი

საკონსულტაციო კომპანიების როლი თანამედროვე ბიზნეს სამყაროში

XXI საუკუნეს სწრაფი ცვლილებების საუკუნეც შეგვიძლია დავარქვათ, გლობალური პოლიტიკური   პროცესები, ტერორიზმი, პანდემია, ომი, ფინანსური პირამიდები, ეს იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანთა ყოველდღიურობას განსაზღვრავს.
გამოწვევებს აღარ აქვს გეოგრაფიული ან სოციალური ჩარჩო, ჩინეთიდან დაწყებულმა პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანი ამერიკის კონტინენტზე შეიწირა, ომით დაწყებულმა არასტაბილურობამ ყველაზე დიდი პრობლემები (გარდა ომში ჩართული მხარეებისა) ევროპის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სტაბილურობას შეუქმნა, განვითარებულ ქვეყნებში არსებულმა ფინანსურმა მანიპულაციებმა კი განვითარებადი ან განუვითარებელი ქვეყნების მოსახლეობა კიდევ უფრო გააღარიბა.
საუკუნის დასაწყისში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა მსოფლიოს მასშტაბით გაზარდა აღქმადობა იმ ტრაგედიისა რაც ტერორიზმს შეიძლება მოჰყვეს, დღეს კი აღქმადობა შეიცვალა სიტყვა პანდემიის, ომისა და ფინანსური პირამიდების მიმართულებითაც, რადგან ეს არა გასული საუკუნის ან წინა თაობათა ისტორია არამედ დღევანდელი რეალობაა. სწორედ ამიტომ აქამდე აღნიშნული პროცესები იმ იშვიათთა შორის იყო რომელიც არათუ ბიზნეს კალკულაციის არამედ მხოლოდ იურიდიული დოკუმენტაციის შედგენისას ფორსმაჟორული პირობების ველში გვხვდებოდა, დღეს კი რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის აღებამდე ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი თავის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.
აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლა ძირითადად სამთავრობო ჯგუფებსა და ბიზნესებს უწევთ. მსოფლიოში მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, ქმნიან პროდუქტს და გვთავაზობენ მომსახურებას რომელიც გვიმარტივებს ცხოვრებას.
პროდუქტის წარმოებას, მიწოდების ჯაჭვისა და მომსახურების მუდმივობას ბიზნესის მდგრადობა სჭირდება, ეს კი თანამედროვე სამყაროში ცვლილებების მართვას, სტრატეგიულ განვითარებას და რისკის დონის განსაზღვრას გულისხმობს.  
აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით იზრდება საჭიროება ისეთი ადამიანებისა თუ ჯგუფების მიმართ რომელსაც ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი და შესაბამისი გამოცდილება აქვთ, პრაქტიკული გამოცდილება უზრუნველყოფს სტრატეგიული გეგმების განხორციელებას და მიუხედავად არსებული ცვლილებებისა სწრაფ და მდგრად განვითარებას.
ასეთ ადამიანებს კონსულტანტების, კომპანიებს კი საკონსულტაციო კომპანიების სახელით ვიცნობთ, ეს იმ ადამიანთა ერთობა რომლებიც ეცნობიან მთავრობათა თუ ბიზნესის მიზნებს, შეუძლიათ გადაიაზრონ არსებული რეალობა და შესაბამისად იმოქმედონ დასახული დავალების შესასრულებლად.
ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი სტრატეგიის განსაზღვრაა, რადგან როგორც არასწორმა შესრულებამ ასევე არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა საბოლოო შედეგად წარუმატებლობა მოიტანოს.
აღნიშნული კომპანიები რამოდენიმე მიმართულებას ფარავენ, ისინი განსხვავდებიან გამოცდილებით, მომსახურების ხარისხით წარმატებული ისტორიათა რაოდენობით და საბოლოოდ შედეგებით.

საკონსულტაციო კომპანიები და მათთან თანამშრომლობა თანამედროვე ბიზნესს ბიზნეს გარემოს განსხვავებულად დანახვაში და ბაზარზე პოზიციონირებაში ეხმარება.
გლობალური სურათი შეგვიძლია განვაზოგადოთ საქართველოზეც, თუმცა ცხადია ქვეყანასა და აქ არსებულ ბიზნესებს რიგი თავისებურებები ახლავს, რაზეც შემდეგ ბლოგებში ვისაუბრებთ ახლა კი საკონსულტაციო კომპანიათა არსს რომ დავუბრუნდეთ.

კონსულტანტის მოვალეობები და პასუხისმგებლობები განსხვავდება მათი მიმართულებათა მიხედვით. როგორც წესი კონსულტანტი იძლევა საექსპერტო რჩევებს ბიზნეს საკითხებზე:

1. როგორ გავაუმჯობესოთ საოპერაციო პროცესები
2. როგორ მივაღწიოთ კომპანიის ფინანსური სტაბილურობას
3. როგორ ვმართოთ გაყიდვები
4. როგორ განვსაზღვროთ კორპორატიული სტრატეგია

ისინი საქმიანობენ ოპერაციების, ფინანსების, IT ან მენეჯმენტის სტრატეგიის მიმართულებით, მარკეტინგული ან იურიდიული მიმართულებით მათი კვალიფიკაციის მიხედვით.

საკონსულტაციო მომსახურებათა უმეტესობა იყოფა ოთხ კატეგორიად:
1.      სტრატეგიული რჩევა
2.      სტრატეგიული სერვისი
3.      ტრენინგი
4.      ქოუჩინგი

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის კომპანიას ვემსახურებით ნებისმიერ ინდუსტრიაში და ნებისმიერი ტიპის კონსულტაციის ეტაპზე ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ შემდეგი კრიტერიუმები:
·        წარვმართოთ ბიზნესი პატიოსნად და იგივე სტანდარტით ვიხელმძღვანელოთ კლიენტთა კონსულტაციის ნაწილში.
·        ვაქციოთ კლიენტი ჩვენს პრიორიტეტად. ეს ყველაფერი დადებით შედეგს მოიტანს როგორც საქმიან ურთიერთობათა ასევე შედეგიანობის ნაწილში.
·        შევაფასოთ კლიენტები და სამუშაო ობიექტურად. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბიზნესში ხშირად იდენტური პრობლემები წარმოიქმნება ჩვენ თითოეულ კლიენტს ინდივიდალური მიდგომით განვასხვავებთ. ვიგებთ მათ მდგომარეობას, მათ პრობლემებს და მათ პოტენციალს მხოლოდ ამის შემდეგ გავცემთ რაიმე ტიპის დაპირებას.
·        გვქონდეს მკაფიო სამოქმედო გეგმა. უბრალოდ არ დავპირდეთ კლიენტს რომ გავხდით ინდუსტრიის ლიდერს, არამედ მივცეთ მათ მოგზაურობის ნათელი საგზაო რუკა.

კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები იდენტურია ნებისმიერ სფეროში ან ინდუსტრიაში.
·        სტრატეგიული კონსულტანტები მუშაობენ მენეჯმენტის მაღალ დონეზე. ისინი ადგენენ გეგმებსა და ამოცანებს, ნაკლებად ერთვებიან მის განხორციელებაში.
·        მენეჯმენტის კონსულტანტები მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე. მენეჯმენტის კონსულტანტის მოვალეობები და პასუხისმგებლობები ხშირად ემთხვევა სხვა ტიპის კონსულტანტებისას, როგორიცაა სტრატეგიული ან ოპერაციული კონსულტანტები.
·        ოპერაციების კონსულტანტები ეხმარებიან კომპანიის სისტემების გაუმჯობესებას, როგორიცაა გაყიდვები, წარმოება ან ადამიანური რესურსები (HR).
·        ფინანსური კონსულტანტები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს: უძრავი ქონება, გადასახადები, რისკების მართვა, შერწყმა და შესყიდვები. ისინი შეიძლება სპეციალიზირდნენ ერთ-ერთ ამ სფეროში.
·        HR კონსულტანტები აგვარებენ დასაქმების პირობებს, ე.წ. თალანტების მართვას და ორგანიზაციული კულტურის შეცვლას.
·        IT კონსულტანტები ეხმარებიან კომპანიებს განავითარონ და გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები თავიანთ საქმიანობაში. უსაფრთხოების განახლება ან უფრო დიდ ონლაინ ოპერაციებზე გადასვლაც სწორედ ამ კატეგორიაში მოხვდება.

როგორც ხედავთ საკონსულტაციო კომპანიებს მრავალი მიმართულება აქვთ, მათ შეუძლიათ გაგიზიარონ საუკეთესო გამოცდილებები, თქვენ კი შეგიძლიათ მათი ცოდნა აქციოთ თქვენს შესაძლებლობად შექმნათ ან განავითაროთ ახალი მიმართულება, ამით გაზარდოთ შემოსავალი ან შეამციროთ ხარჯი და საბოლოო ჯამში არსებული რესურსით ან მინიმალური დანახარჯით მიაღწიოთ განვითარების ახალ ეტაპს.
ქართულ ბიზნეს გარემოში საკონსულტაციო მომსახურების საჭიროებაზე შემდეგ ბლოგებში უფრო დეტალურად მოგითხრობთ, დღეს კი მოგესალმებით.

ახლებური ხედვისა და საერთაშორისო გამოცდილების ნაზავი საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

აქ BLUEBIRD-ია და ჩვენ ვიწყებთ.