მსოფლიოს ეკონომიკაზე მოქმედი შოკები ერთმანეთს ანაცვლებს, მსგავს მდგომარეობაში კი ბიზნესს რიცხვებისა და ფაქტების მიმართ მეტი დაკვირვება, მეტი პასუხისმგებლობა და შესრულების ნაწილში სტანდარტულზე უკეთესი სიზუსტით მოქმედება მართებთ.
ვოლატილობა და გაუთვალისწინებელი შემთხვევები გარდა რისკებისა აჩენს შესაძლებლობებსაც, როგორც ლეგენდარული ავტომრბოლელი აირტონ სენა ამბობდა:
„შეუძლებელია გადაუსწრო 15 მანქანას მზიან ამინდში, თუმცა წვიმიან ამინდში ეს შესაძლებელი ხდება.“
ბიზნეს აღმასრულებელთა დამოკიდებულება შემდეგნაირია: შოკების აღნიშნული თანწყობა ქმნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს ბიზნეს საქმიანობისათვის, თანაც ისეთი მოცემულობით სადაც გაურკვევლობას ბოლო არ უჩანს. ბიზნესი მსგავს მოცემულობას არასტაბილურობის პერიოდად აღიქვამს, ზუსტად აქ ჩნდება ლიდერთა ორი განსხვავებული ტიპი.
პირველი მათგანი პასიურ ეტაპზე გადადის და მკვეთრ ნაბიჯებს ლოდინს ამჯობინებს.
მეორენი ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებლობათა ნაკრებია და სენას ტექნიკით „ცვლიან საბურავს“ რათა დაბრკოლებებს წარმატებით გაუმკლავდნენ.
პირველნი მიმდინარე რისკებს აკვირდებიან, მათი პრიორიტეტი მოკლევადიანი ეფექტურობის უზრუნველყოფაა, მათი მუშაობის პრინციპს ჩვენებური გამოთქმა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ იდეალურად ერგება. ასეთი მიდგომა ახასიათებთ მცირე და საშუალო ბიზნესში მყოფ ან ნაკლებ რისკიან აღმასრულებლებს.
მეორე კატეგორია ცდილობს ორი პოზიცია თანაბრად შეითავსოს, აღნიშნული შეტევითი და თავდაცვითი სტრატეგიის ერთდროულად გამოყენებას გულისხმობს, ისინი თავს იცავენ ყველა შესაძლო დანაკარგისაგან, ხოლო გაურკვევლობის დროს წარმოშობილ შესაძლებლობებს კომპანიის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ კატეგორიაში არ უნდა შევიყვანოთ ლიდერები რომლებიც „ბნელ ოთახში კატის ძებნის“ პრინციპით მოქმედებენ, გაურკვევლობისას წარმოქმნილი ნებისმიერი სიტუაცია შესაძლებლობა გონიათ და მათი გამორჩენით მოტივირებულთ საბედისწერო შეცდომა მოსდით ხოლმე, ისინი სულ სხვა კატეგორიიდან არიან.
მეორე კატეგორიის ლიდერები მომავალ თვეებზე ფიქრს მომავალ ათწლეულებზე ფიქრს ამჯობინებენ.
აქ გარდა ლიდერთა ტიპებისა მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის ზომას, მის მიმდინარე მდგომარეობასა და სიტუაციას ბიზნეს სექტორში.
მივდივართ საკითხამდე თუ რა მდგომარეობა ან ცოდნა იწვევს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს.
პირველი კატეგორიის მენეჯერთა ნაბიჯებში იგრძნობა ისტორიათა გავლენა რომლებიც კრიზისებისას გაკოტრებულ დიდ კომპანიებზე მოგვითხრობს, ასეთი 2008 წლის ფინანსური კრიზისისასაც არაერთი იყო.
მეორე კატეგორიის მენეჯერები კი საწინააღმდეგო ისტორიებს მიჰყვებიან, ასევე მაღალი რისკიანობისას მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობა ხსნის იმ რისკიანობას რაც მათი გადაწყვეტილებების მიზეზი არის ხოლმე.
მიუხედავად იმისა თუ რომელი კატეგორიის ლიდერს მიეკუთვნებით გაურკვევლობისას შემდეგი უნარები აუცილებლად დაგჭირდებათ.
სიღრმისეულ ანალიზი – ეს არ არის ზედაპირული ინფორმაციისა თუ შედეგების ანალიზი, არამედ ეს გახლავთ გამომწვევი და დაკავშირებული შემთხვევების, ლოკალური და გლობალური სურათის, სექტორისა და ზოგადად მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი.
მაგ: თქვენ აწარმოებთ ყოველდღიური მოხმარების ან განსხვავებული ტიპის პროდუქტს, (ამ ორ შემთხვევაში იდენტური მიდგომები შესაძლოა ნაკლებად გამოგადგეთ.) შესაძლოა თქვენი წარმოება კარგად მიდიოდეს, თუმცა მოთხოვნის შოკმა გამოიწვიოს რეალიზაციის შემცირება, ამის ერთ-ერთ მიზეზი კი შესაძლოა მაკროეკონომიკური მდგომარეობა გახდეს.
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე აღნიშნული რისკი ნაკლებად არსებობს, თუმცა თუ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს აწარმოებთ გაურკვევლობის ეპოქაში აქ კონკურენტებთან გამძაფრებული ბრძოლა მოგიწევთ, შესაძლოა მოგიწიოთ სარეალიზაციო ფასის დაწევა ან/და წარმოების ხარისხის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში მოგების მარჟაზე მოქმედი ფაქტორია.
ამ საკითხებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე შემდეგში გესაუბრებით, თუმცა როცა ვსაუბრობთ სიღრმისეულ ანალიზზე სინამდვილეში საკითხის უფრო ღრმა შრეებში განხილვას ვგულისხმობთ.
მაღალი ვოლატილობის დროს ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რაშიც იგულისხმება რომ იმოქმედო დამოუკიდებლად და არ დაელოდო კონკურენტთა თუ ბაზრის სხვა მოთამაშეთა ქმედებას.
თუ თვლით რომ აღნიშნული ბიზნეს გადაწყვეტილება სწორია ნუ დაელოდებით რას იზამენ სხვები.
უბრალოდ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, აღნიშნულ პოზიციას ბაზრის სხვა მოთამაშე რომ აჟღერებდეს, როგორი იქნებოდა თქვენი პოზიცია ?
შესაძლოა თქვენმა პირველმა ნაბიჯებმა ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც იგივე ქმედებისაკენ უბიძგოს, დაფიქრდით რას შეცვლით თქვენი ქმედებით, რამდენად სჯერა კომპანიის მენეჯმენტს პოზიციის სისწორის და საჭიროების შემთხვევაში მოახერხებენ თუ არა აღნიშნული პოზიციის დაცვას ?
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი კი აღსრულებაა. როგორც არასწორმა სტრატეგიამ, ასევე არასწორმა შესრულებამ შესაძლოა იდენტურად უარყოფითი შედეგები მოიტანოს.
მას მერე რაც გააანალიზებთ და პასუხისმგებლობით მოეკიდებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას გადამწყვეტი საქმე დგება და ეს ქმედების სისრულეში მოყვანაა.
ამისთვის მნიშვნელოვანი ყველა რგოლთან გადამოწმდეს თუ რამდენად სწორად გაიგეს მიზანი, რამდენად სწორად გაიგეს მათი როლი აღნიშნულის შესასრულებლად და რამდენად ნათლად და იდენტურად ხედავენ საბოლოო შედეგს ?
ეს ყველაფერი კი შედეგს მხოლოდ სწრაფი რეაგირების პირობებში მოიტანს.
პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაღები მის მსვლელობაში უნდა იპოვნოთ, დასრულებიდან ერთი დღის შემდეგაც კი ის უფუნქციო იქნება.
თუ ფიქრობთ რომელი კატეგორიის ლიდერს მიეკუთვნებით მაშინ დაფიქრდით რატომ მიიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება ?
გარემოების, თუ აზროვნების ტიპის გამო, რადგან შეიძლება პირველი კატეგორიის აღმასრულებელი იქცეოდეს მეორე კატეგორიის იდენტურად ან პირიქით და არა აზროვნების ტიპის არამედ გარემოებათა გამო.
დაბრკოლებათა შესაძლებლობად ქცევას გისურვებთ !